03:49 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-09 16:45:59, 1480 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა გაეროს ადამიანის განვითარების ინდექსში საქართველოს ადგილის შესახებ: რეიტინგი მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს

გაერომ ადამიანის განვითარების მორიგი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ კიდევ ერთხელ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. 

მისი თქმით, ზედიზედ მეოთხეჯერ, გაერომ საქართველოს მისცა ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი, რაც გამორჩეული შედეგია. 

„საქართველო კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის სტატუსი არის დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწიოთ კეთილდღეობასა და წინსვლას, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველო რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით, ერთ-ერთი გამორჩეულია. მაგალითად, ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის ჯგუფის ქვეყნებს შორის საქათველომ 7 ადგილით შეძლო პოზიციის გაუმჯობესება 2015-2021 წლების პერიოდში. ყოველივე ეს, უფრო მეტ პასუხისმგებლობასა და სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ ის ეკონომიკური, სოციალური და სხვა პოლიტიკა, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული, უფრო მეტი ძალისხმევით და მიზანმიმართულად მივმართოთ ამ მიმართულებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ წლევანდელი და მომავალი წელიც საუკეთესო იქნება ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ. 

შეგახსენებთ, ადამიანის განვითარების 2021/2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ადამიანის განვითარების ინდექსში (HDI) სარეიტინგო პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და 63-ე ადგილზე გავიდა. ამასთან, საქართველოს ზედიზედ მეოთხედ, მიენიჭა ადამიანის განვითარების „ძალიან მაღალი დონის“ სტატუსი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics