03:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 21:33:59, 1461 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა, ბაიდენმა დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა. - ამის შესახებ  სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში სტუმრობის დრო განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინული არმიისთვის ახალი დახმარება გამოყო.

"ომის შემდეგ უკრაინაში მესამედ ჩამოვედი, უკრაინა რუსეთის მიწა არაა, ეს უკრაინელი ხალხის სამშობლოა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინული არმიისთვის ახალი დახმარება გამოყო. უკრაინა და ევროპის ქვეყნები დამატებით დახმარებს მიღებენ, რათა დავიცვათ რუსეთის შესაძლო აგრესიისგან. მოსკოვი უკრაინაში დაწყებული ომის გამო მძიმე საფასურს იხდის და გავაკეთებთ ყველაფერს რომ ეს საფასური კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსეთმა სამხედრო დახმარებისთვის ირანს და ჩრდილოეთ კორეას უკვე მიმართა. უკრაინა დაიცავს თავის სუვერენიტეტს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics