2022-09-08 17:57:08, 1329 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა
დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა.
ის მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 1 სექტემბერს ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად დაშავდა ნიგერიის სამი მოქალაქე. ამ ეტაპისთვის სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ეზოში მდგომი მანქანები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,