|
2022-09-08 16:28:54, 1325 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის პრობაციის ბიუროს ეწვია
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრობაციის ბიუროს ეწვია. მინისტრის თქმით, საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ. პრობაციის ბიუროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი და ბექა ძამაშვილი. მინისტრის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს უწყების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს; კერძოდ, პრობაციონერთა კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა „PROBBOX"-ის დანერგვაზე, რომლის საშუალებით პრობაციონერთა კონტროლი და მომსახურება პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარეშე გახდა შესაძლებელი. მოწყობილობის მეშვეობით უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი. „PROBBOX"-ის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებს. რატი ბრეგაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, როგორიცაა: ალტერნატიული სასჯელების მოქმედებისა და შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა; შრომამისჯილი პირების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო სასჯელის მოხდის შემდგომ მათი დასაქმების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხარდაჭერა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)