04:59 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 13:03:39, 1536 ნახვა

რეგიონი
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა გრძელდება. რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამჯერად პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ბოტანიკური ბაღისა და გონიოს ციხის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიანი აჭარა მოინახულეს, სადაც მათთვის ფოლკლორ შოუ და ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია მოეწყო.

„დეპარტამენტის მოწვევით სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ჩეხეთიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათაო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics