00:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 13:01:39, 1027 ნახვა

საზოგადოება
ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების მიწისქვეშა სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის  მთავრობის სხდომაზე  ივერთუბნის დასახლებაში ახლად აშენებულ წყალარინების მიწისქვეშა სატუმბ სადგურზეც ისაუბრა, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა.

მისი განცხადებით, სატუმბი სადგური რთული რელიეფის მქონე ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ივერთუბნის დასახლების უმეტეს ქუჩებსა და ჩიხებს მოემსახურება.

„პროექტის ფარგლებში, ივერთუბნის დასახლებაში თანამედროვე ტიპის ტუმბოები და დიდი მოცულობის - 500 კვ.მეტრიანი საავარიო რეზერვუარი მოეწყო. სატუმბ სადგურზე დაცულია ყველა სახის ჰიგიენური ნორმები. პარალელურად, წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყო ხუდადოვის, შერვაშიძის და ხერხეულიძეების ქუჩებზე, ასევე, შერვაშიძის III, IV და VI შესახვევებში. ამჟამად, ქსელის მოწყობა მიმდინარეობს შერვაშიძის I შესახვევში, ხოლო მოსახლეობის დაერთების სამუშაოები ხერხეულიძის ქუჩასა და შერვაშიძის I შესახვევში ხორციელდება.

ამ დროისთვის, უკვე დაერთებულია 50 ოჯახი, ხოლო დანარჩენ ქუჩებზე ცენტრალური ქსელის მოწყობის და დაერთების სამუშაოები გრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ივერთუბნის დასახლებაში, წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 105 111 ლარით დაფინანსდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics