00:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 18:12:14, 1416 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან და გერმანიაში საქართველოს ელჩთან ერთად ჰაიდერინგის პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა. დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მართვის გერმანული მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და არსებული ცოდნა პენიტენციური სამსახურების გამართული ფონქციონირების მიმართულებით. რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს პროექტებზე ისაუბრა.

"შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „ციფრული უნივერსტეტის" კონცეფცია, რომლითაც გერმანული მხარე დაინტერესდა. ამ პროექტის მეშვეობით მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა ონლაინ-ფორმატში, დისტანციურად ჩაერთონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესში. ,,ციფრულ უნივერსიტეტთან" დაკავშირებით გერმანია საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით მომავალში ითანამშრომლებს.

ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძემ პრობაციონერებისთვის შექმნილ ინოვაციური ტექნოლოგიურ მოწყობილობა „PROBBOX-ზე" ისაუბრა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. იუსტიციის სამინისტროს ამ პროექტებით უკვე დაინტერესდნენ მეზობელი ქვეყნები და საქართველო მზად არის მათ ეს გამოცდილება გაუზიაროს.

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10 წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, მსჯავრდებულთა საკნის გარე აქტოვობების ხელშეწყობა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics