00:18 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 17:50:19, 1295 ნახვა

საზოგადოება
ბატიაშვილი - ალბანეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე საქართველოში ცხოვრობდა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი წერს, რომ ალბანეთში,  რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქალი, საქართველოში ცხოვრობდა.

ბატიაშვილის ინფორმაციით,  რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი საქართველოს სხვადასხვა ქალაქს „ტურისტული“ მიზნით სტუმრობდა.

"გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალბანეთში სამხედრო ბაზაზე შეპარული რუსები რომ დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით?
დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ იმ ჯგუფის მინიმუმ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე ფსევდონიმით ლანა სატორი დაპატიმრებამდე დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

საქართველოში მშვიდად დადიოდა სოფლებში, იღებდა უამრავ ფოტოს.( შეგიძლიათ იხილოთ აქ - მანდვე დევს ინფორმაცია მისი ალბანეთში დაკავების შესახებ, სადაც იხვეწება მიშველეთო), ეცნობოდა ხალხს, სწავლობდა აქაურობას და არც არავის გასჩენია ეჭვი, ვინაა და რას აკეთებს ეს რუსი "ტურისტი" საქართველოში.

რომ არა ალბანეთში ჩავარდნილი ოპერაცია, ისევ თავისუფლად გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოშიც და სხვაგანაც.

ასეთ უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ,"- წერს ბატიაშვილი.

ცნონისთვის,21 აგვისტოს ალბანეთში სამხედრო ქარხანაში შეჭრის მცდელობისას  რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე 21 აგვისტოს დააკავეს.დაკავებული სამი პირი - 24 წლის რუსი კაცი, 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი კაცი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics