08:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 15:38:02, 1011 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - უსამშობლო ხალხია, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ

ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, სახელმწიფოს,  საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ  არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად სწორია ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ იმის თქმა, რომ არაფერი კეთდება, როცა პროცესი დაწყებულია, სასწორზე დგას სახელმწიფოებრივი საკითხი  და ამ პროცესის დისკრედიტაცია ნებისმიერი მხარის მხრიდან საბოლოოდ სახელმწიფოს მომავალზე აისახება. 

მისი თქმით, ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა, თუმცა ფაქტა, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.

„ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ და პირიქით, სახელმწიფოს,  საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ  არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა წავიდეს წინ. ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა და შეიძლება ჩვენც ვისაუბროთ უფრო ფართოდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მთავარი შემფასებელი არის ქართული საზოგადოება,  საზოგადოება ამას ხედავს, აფასებს და ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ყველა არჩევნებზე  ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ხან 48 ხან 47%-ის მხარდაჭრა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics