10:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-07 15:28:06, 1039 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთ, სურთ თუ არა, რომ ჩავერთოთ ომში

შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ხალხს ვკითხოთ, ქართულ საზოგადოებას სურს თუ არა, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, უკრაინაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციას სურს ომი და მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ, პირდაპირ არ ამბობენ. 

"ერთ მხარეს არიან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ სურთ საქართველო იხილონ, როგორც მეორე ფრონტი და მეორე მხარეს არის იგივეე ხატია დეკანოიძე, რომელმაც გუშინ აღიარა, წამოცდენა ჰქონდა, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ეს ფუნქცია და უნდა ყოფილიყო ამ ე.წ. სარტყლის შემადგენელი ნაწილი. მათ სურთ ომი, მათ სურთ მეორე ფრონტი საქართველოში, უბრალოდ, პირდაპირ არ აბამენ შანტაჟს ამ მეორე ფრონტის თემას. გავიმეორებ, რა თქმა უნდა, სჯობს ისინი ღიად გამოვიდნენ და პირდაპირ უთხრან ხალხს, რა ითხოვენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს - სურს თუ არა ჩაერთოს მეორე ფრონტის სახით ომში და შეგვიძლია პლებისციტიც ჩავატაროთ ამ თემაზე. ხალხს ვკითხოთ, ქართულ საზოგადოებას სურს თუ არა, რომ ჩაერთოს იმ ომში, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, უკრაინაში",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics