10:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 18:39:41, 988 ნახვა

პოლიტიკა
პავილიონისი - რუსები ელოდებიან მომენტს, მოგკლან და გაგძარცვონ, მხარი დაუჭირეთ დასავლეთს

რუსები ელოდებიან მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი, მხარი დაუჭირეთ დასავლეთს. - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებმა არ უნდა იფიქრონ ამერიკელი ან ევროპელი ელჩების თავდასხმაზე.

"დღეს რომ დავაკვირდეთ იმ ოლიგარქებს, რომლებიც მიპირისპირდებოდნენ, ევროკავშირში ცხოვრებით ბედნიერები არიან. ისინი დიდ ფულს შოულობენ, თუმცა აღარ იპარავენ და კორუმპირებულები აღარ არიან. მოვუწოდებ ოლიგარქებს, კარგად დაფიქრდნენ. რუსები, ზოგჯერ კი ჩინელები, ვისთანაც ბიზნესი გაქვს, ელოდებიან შესაბამის მომენტს, მოგკლან და გაძარცვონ შენი ბიზნესი. სჯობს ცივილურ, ტრანსატლანტიკურ და დემოკრატიულ ბაზარზე შეხვიდეთ. თქვენს ფულსაც დაიცავთ და მილიონებსაც იშოვით. ეს დადებითაც აისახება ეკონომიკაზე, აკადემიურ სფეროებსა და სტუდენტებზე. მხარი დაუჭირეთ დასავლეთს. არ იფიქროთ ამერიკელ ან ევროპელ ელჩებზე თავდასხმა. ისინი წარმოადგენენ იმ გზას, რომელსაც სამოთხეში მიჰყავხართ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics