23:54 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 16:45:41, 1780 ნახვა

სამართალი
საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც დიასახლისად მუშაობდა და ოჯახებს ძარცვავდა

საბერძნეთის პოლიციამ  40 წლის ქართველი ქალი ძარცვის ბრალდებით დააკავა. როგორც ცნობილია, ქალი დამხმარის პოზიციაზე მუშაობდა და ძვირფასეულობის იპარავდა.

ქალს 43 ბინის გასაღები ჰქონდა. ამასთან აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად, რომელსაც იპარავდა. პოლიცია მის ხელთ არსებული 43 გასაღების მფლობელს ეძებს, რათა მისი საქმიანობის მასშტაბი დაადგინოს , რადგან თავდაპირველად ქურდობის მხოლოდ 4 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

"ორმოცდაათი საათი
ოქროს სანთებელა
ორი მოოქროვილი ჯაჭვი
22 წყვილი მანჟეტი
6 სამაჯური
10 საკოლექციო კალამი
1 წყვილი საყურე
მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქროვილი ხატი
1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
7 საფულე
1 ლეპტოპი კომპიუტერი
15 კამერა
7 საკოლექციო ხმალი
16 ბაიონეტი,"- პოლიციამ ქალის მიერ მოპარული ნივთების სია გამოაქვეყნა.

 პოლიცია ქალის თანამზრახველებს ეძებს, რადგან ჩხრეკისას, ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღი აღმოაჩინეს.პოლიცია  იკვლევს სახლის დამხმარის ნებისმიერ შესაძლო კავშირს ქართული მაფიის VOR V ZAKONE-ის წევრებთან. 

 


.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics