11:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 16:07:04, 538 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ტრასს - სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, ველი ერთად მუშაობას ურთიერთობების გასაძლიერებლად

ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ მინისტრს თანამდებობის დაკავებას და ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს.

"ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა უკვე ცნობილია. ბორის ჯონსონს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი შეცვლის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics