|
2022-09-05 13:44:45, 2717 ნახვა
სპორტი
„თუ არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ“ - თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კადრების გასაჯაროვებას ითხოვს
თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი FIBA-ს მიმართავს და მოითხოვს, რომ თამაშის მიმდინარეობისას, გასახდელში მომხდარის კადრები გასაჯაროვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ომენ ონანი ამბობს, თურქეთი ევრობასკეტს დატოვებს. "ჩვენს კალათბურთელს ქორქ-მაზსა გასახდელში ვაცილებდით, მას კალათბურთელებთან ერთად თავს პოლიციაც დაესხა და ჩვენ ხელჩართული ჩხუბი პოლიციასთან მოგვიხდა. FIBA-ს გარკვევით ვეუბნებით, თუ გასახდელში მომხდარის კადრები არ გასაჯაროვდება და ჩვენ მას არ მივიღებთ, ევრობასკეტს დავტოვებთ",- აცხადებს ომენ ონანი. ცნობისთვის, გუშინ, 4 სექტმებერს, საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა, რა დროსაც თურქ ქორქ-მაზსა და დუდა სანაძეს ურთიერთშელაპარაკების გამო მატჩი 10 წუთით შეწყდა, ორივე კალათბურთელი კი დისკვალიფიცირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)