11:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-05 13:27:30, 981 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - საკუთარი თავისა და ოჯახის სიცოცხლის ფასად „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა ბიძინა ივანიშვილის წვლილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და აღნიშნა, რომ თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება ივანიშვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ტალახი ესროლოს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა არაფერი გამოუვათ. 

„ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი გარდატეხა შეიტანა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავისა  და საკუთარი  ოჯახის სიცოცხლის ფასად გაგისტუმრათ თქვენ „ნაციონალური მოძრაობა“, კრიმინალები, სისხლიანი რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო ადამიანების წამებით, ადამიანების გაუპატიურებით საპყრობილეში, იმ უმძიმესი მოპყრობით. სიტყვებით გადმოცემაც კი მიჭირს იმ რეალობის, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში იმ წლების განმავლობაში. ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, შემოსულიყო პოლიტიკაში და მთელი საქართველო გააერთიანა მის ირგვლივ და არჩევნების, ცივილური  გზით, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში ხდება, გაგისტუმრათ იქ, სადაც საჭირო იყო. 

თქვენ ყველანაირად ცდილობთ, ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics