|
2022-09-01 13:29:45, 934 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე ომბუდსმენის შერჩევაზე - „ოცნების“ გადაწყვეტილება საბოტაჟია 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით, განვიხილავთ როგორც საბოტაჟს 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაშიც ასვე ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც. „ქართული ოცნების“ გუშინდელი გადაწყვეტილება შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო და სახალხო დამცველის არჩევას დაუმატონ ერთი ხელოვნური რგოლი, რაც იმას გულისხმობს, იმას რომ თურმე „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ უნდა შეარჩიონ და შეაფასონ კანდიდატები, რომლებსაც წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, არის მიუღებელია და ჩვენ განვიხილავთ, როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. სახალხო დამცველის არჩევა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეს წესი გამოიყენეს წინა შემთვევაში და მათ შორის, გამოიყენა „ქართულმა ოცნებამაც“. 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ერთ-ერთი წინაპირობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სწორედ ამ შემთვევაში „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ არ მიიღოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი საქართველოში, არამედ მიიღოს მიკერძოებული და მათ მიერ შერჩეული სახალხო დამცველი. დარწმუნებულო ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში და განსაკუთრებით ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის პრინციპების, კონსტიტუციის და ჩვენი პოზიცია რჩება იგივე - ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს, გვექნება შეხვედრები მათ შერჩევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით ამ პროცესში. ამიტომ არავითარი საკანონმდებლო ცვლილება და დამატებითი რგოლის შეცვლა აქ არ არის აუცილებელი. ჩვენ ახლა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო პაკეტების ნუსხას და მათ შორის წარმოვადგენთ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაცხადს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევის წესი იქნება ამ პაკეტის შემადგენელი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთივე მოწოდებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასეთია მოლოდინი საზოგადოების მხრიდან”,- განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენა შეეძლებათ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სპექტრს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას და კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენას.
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)