|
2022-08-31 15:01:15, 2178 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრანდენბურგის პარლამენტის პრეზიდენტს დოქტორ ულრიკე ლიდტკეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბრანდენბურგის პარლამენტის პრეზიდენტს დოქტორ ულრიკე ლიდტკეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება გერმანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. აღსანიშნავია წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 6000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება. მჭიდრო თანამშრომლობაა ტურიზმის მიმართულებით. მზარდია ვიზიტების სტატისტიკა გერმანიიდან აჭარის რეგიონში. გრძელდება ერთობლივი პროექტები განათლების სფეროში. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და ბრანდერბურგის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)