14:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 14:13:27, 1323 ნახვა

პოლიტიკა
პრაღაში მიმდინარე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

2022 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი  მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ  ე.წ  გიმნიხის შეხვედრაში  მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics