04:31 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-31 10:22:08, 4177 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - დადგება დღე, როცა რუსეთის ლიდერი მოვა უკრაინაში, დიდხანს დაიჩოქებს და ბოდიშს მოგვიხდის

უკრაინის გამარჯვება ამ ომში ნიშნავს მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებებით,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Krym.Realiya-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსების განდევნა უკრაინის კონსტიტუციური სახელმწიფო საზღვრიდან. მან ასევე განმარტა ომის სამი ეტაპი.

„24 თებერვალს (რუსული ჯარების) პოზიციაზე დაბრუნება არის იმ წამების გაგრძელება, რომელშიც უკრაინა 2014 წლიდან 2022 წლამდე ცხოვრობდა. უკრაინის გამარჯვება ამ ომში ნიშნავს მისი ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას, სადაც ეს შესაძლებელია სამხედრო გზით და სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური საშუალებებით. შემდეგ იქნება ომის მეორე ეტაპი - ეს იქნება ომის დანაშაულების, გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, აგრესიის დანაშაულებებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და კომპენსაციის გადახდა. შემდეგ კი მესამე ეტაპი დადგება - რუსი ხალხის, რუსული ელიტის მონანიება“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, „დადგება დღე, როცა რუსეთის რომელიმე ლიდერი, ვინც არ უნდა იყოს, მოვა უკრაინაში, დაიჩოქებს რუსული აგრესიის მსხვერპლთა ძეგლის წინ, დიდხანს დაიჩოქებს და ბოდიშს მოუხდის უკრაინელ ხალხს ყველაფრისთვის“.

"და როცა ეს მოხდება, ეს იქნება უკრაინის საბოლოო გამარჯვება", - დასძინა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics