2022-08-30 17:23:10, 1291 ნახვა
საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლის ქრობის პროცესში ავიაციაც მონაწილეობს
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს.
ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,