05:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 21:22:35, 2363 ნახვა

ომი უკრაინაში
კოლაბორანტი, ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებული ხერსონის ოლქის სოფლის მეურნეობის საკითხებში ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი კოვალევი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, წერს TASS და Interfax რუსეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.

კოვალევის გარდაცვალების მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა იყო, აცხადებენ დეპარტამენტში.

„თავდასხმა მის საცხოვრებელ ადგილას 2022 წლის 28 აგვისტოს განხორციელდა. თავდასხმის მსხვერპლი ასევე გოგონა იყო, რომელიც გარდაცვლილთან ერთად ცხოვრობდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კოვალევის გარდაცვალების შესახებ მანამდე რუსული გამოცემები ბაზა და ასტრა გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, კოვალევის ცხედარი ქალაქ გოლაია პრისტანის საკუთარ სახლში იპოვეს. იქვე იდო სატუმბი მოქმედების თოფი, რომელიც თავად კოვალევზე იყო რეგისტრირებული.

ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, სერგეი ხლანმა თქვა, რომ ქალი, რომელთანაც კოვალევი ცხოვრობდა, ყელში დაჭრეს და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2019 წელს ოლექსი კოვალიოვი გახდა უკრაინის უმაღლესი რადას წევრი და შეუერთდა საპრეზიდენტო ფრაქცია „ხალხის მსახურს“. ომის დაწყების შემდეგ ის დაბრუნდა ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში (გოლაია პრისტანი - მისი მშობლიური ქალაქი) და დაიწყო თანამშრომლობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნულ ადმინისტრაციასთან. ივნისში მცდელობა განხორციელდა კოვალევზე. შემდეგ მისი მანქანა ააფეთქეს, თავად მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ივნისში, ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელი, დიმიტრი სავლუჩენკო, დაიღუპა მანქანის აფეთქების შედეგად, ხოლო ვიტალი გურა, ნოვა კახოვკას საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, აგვისტოს დასაწყისში გარდაიცვალა. შემდეგ ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი ვლადიმერ სალდო მოწამვლის ეჭვით მოსკოვში გადაიყვანეს.

გასულ კვირას ზაპოროჟიის ოლქის ოკუპირებულ სოფელ მიხაილოვკაში მოკლეს სოფლის უფროსი და პოლიციის უფროსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics