14:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-27 17:49:46, 3366 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საკონსულო აცხადებს, რომ მათ მოქალაქეებს სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოში ხშირად არ უშვებენ

ბოლო დროს გახშირდა თურქულ-ქართულ საავტომობილო გამშვებ პუნქტ სარფში (ხოფა, ართვინის პროვინცია, თურქეთი) საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური საკონსულო ტრაპიზონში ავრცელებს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, "არაფრით არ არის დასაბუთებული" და უარის მიზეზები არ არის განმარტებული.

მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მაცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მაცხოვრებლები, დონბასის მოქალაქეები, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.

"ხშირად „რეფუზენიკების“ რიცხვში მოხვდებიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში კერძო მანქანით ჩავიდნენ. ამ შემთხვევაში თურქეთიდან მანქანის ექსპორტის ერთადერთი ლეგალური ვარიანტია სატრანსპორტო კომპანიის მომსახურება (რუსეთში მანქანის ტრანსპორტირების ფასი 2900 აშშ დოლარიდან).

მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებს",- წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics