05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-25 12:37:15, 1906 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე სიმხეცეა

რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა,- ამის შესახებაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

„რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა. გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“,- წერს ბლინკენი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში სამძებრო სამუშაოები დაასრულეს, სადაც რუსეთის არმიამ რაკეტებით რკინიგზას დაარტყა.

რუსები ჩაპლინოს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დღისით მტრის რაკეტამ კერძო სახლი გაანადგურა. მოგვიანებით ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს დასახლებას - ჯერ ერთი რაკეტით, შემდეგ კი კიდევ სამი.

დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რკინიგზის მუშები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics