04:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 14:54:35, 1053 ნახვა

საზოგადოება
„კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში”

დღეს, ქედაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

 შეხვედრა თითოეულ მოქალაქესთან ინდივიდუალურად გაიმართა. პროექტით დაინტერესებულმა პირებმა მიწის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ადგილზე მიიღეს კონსულტაცია და ამომწურავი პასუხები.

მიწის ნაკვეთის სისტემური რეგისტრაცია წლების მიხედვით შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება: 

  •  2022 წელს - დანდალოს და წონიარის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  •  2023 წელს - დაბა ქედის, მახუნცეთის, დოლოგნის და ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულებში; 
  •  2024 წელს - პირველი მაისის, ოქტომბრის, მერისის და ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე და ქონების მართვის განყოფილების თანამშრომლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics