04:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 10:45:10, 831 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად, ბორჯომში, ქვაბისხევში იმყოფება, სადაც ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის ღონისძიებები მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესს რთული კლდოვანი რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი მონაწილეობს.

ხვალიდან, სამუშაოებში, დამატებით, 80 რეინჯერი ჩაერთვება.

„ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური და ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად. დამწვარ ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, საუბარია 150 ჰა ფართობზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასაზუსტებელია, ვინაიდან კერები ლოკალურად არის სხვადასხვა ადგილას. შესაბამისად, როცა დასრულდება პროცესი ჩვენ უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალს რაც შეეხება, ზარალი გამომდინარეობს დაზიანების მასშტაბიდან”, - განაცახადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურადაა ჩართული პროცესში, ყველა სამსახური მობილიზებულია იმისთვის, რომ მოხდეს ხანძრის სწრაფი ლოკალიზება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის გადაწყვეტილებით თავდაცვის ძალების ჩართულობა. თუ ძლიერი ქარი არ იქნა და სხვა გარემოებები, ვფიქრობ, რომ ცეცხლის ლოკალიზება შესაძლებელია. დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბარი ზედმეტია. როგორც კი ცეცხლის პირველი კერა იქნა შემჩნეული, მაშინვე იქნა შესაბამისი სამსახურები ჩართული. ჩვენ ვერ დავაზღვევთ ცეცხლის გავრცელებას თუ ძლიერი ქარია”, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics