04:33 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 10:40:43, 846 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. მათ ცეცხლის გავრცელების არეალი უშუალოდ დაათვალიერეს და საგანგებო შტაბის წევრებისგან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით მან გუშინ ადგილზე მოინახულა სტიქიის ზონა სამომავლო რისკების შეფასების მიზნით, თუ რამდენად საჭირო იყო თავდაცვის ძალების ჩართვა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. მისივე თქმით, ამჟამად დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გავრცელების რისკი აღარ არსებობს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ამჟამად, სტიქიის ზონაში საქართველოს თავდაცვის ძალები პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა. სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics