2022-08-22 16:35:46, 1526 ნახვა
საზოგადოება
ადიგენის სოფელ უდეში, 43 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს
ადიგენის სოფელ უდეში, 43 წლის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცს დაზიანებები კისრის არეში აქვს მიყენებული.
მათივე ცნობით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივების განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით შსს-მ მამა-შვილი დააკავა.
ცნობისთვის, ინციდენტი სოფელში გუშინ, 21 აგვისტოს, საღამოს მოხდა. როგორ ადგილობრივები ამბობენ კაცი უდეში მცხოვრებმა დაჭრა, და ეს მისი მხრიდან პირველი შემთხვევა არ იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,