06:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 10:22:49, 1640 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება

თუ უკრაინელი ტყვეების ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები დარასაც არ უნდა გეგმავდნენ, სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები.

„რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები. თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერ თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას - ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics