07:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 14:11:54, 1683 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთთან მოლაპარაკებები „რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით

რუსეთთან მოლაპარაკებები „რუსული რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით,  ზელენსკიმ უკვე გააჟღერა მოლაპარაკებების მთავარი პირობა, რაც უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს.

„რუსეთთან მოლაპარაკებები „რუსული რულეტკის“ თამაშია ყველასთვის ფატალური დასასრულით. ომის გაგრძელება, ტერორითა და კრიმინალური შანტაჟით მოლაპარაკებების პროცესის წინაპირობა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე გააჟღერა: მთავარი პირობა- უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics