2022-08-18 21:07:12, 1808 ნახვა
ომი უკრაინაში
ერდოღანი - ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილი
ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება. - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით.
"ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,