08:20 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 19:01:09, 1815 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ოჯახი მიმყავს, ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა

როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ოჯახი მიმყავს, ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაშიო უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად უკრაინის ეკონომიკიდან.

"მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაშიო უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ შეგვეძლო ამ სიტუაციაში უფრო მკაცრად მოვქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით ეროვნულ ბანკს და რომელიმე სხვა დაწესებულებას ხალხისთვის საკუთარი ფულის გატანის უფლება შეეზღუდა. დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს ეს თავისუფლება აქვს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს? არადა, მე სწორედ ამას მთავაზობდნენ. ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics