05:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 12:05:10, 944 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც სავაჭრო ცენტრ “სურმალუში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას თანადგომა გამოუცხადა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება 14 აგვისტოს, ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით.

ნება მომეცით, ამ მწუხარების ჟამს მოგმართოთ თქვენ და სომეხ ხალხს, რათა გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა და თანადგომა. მინდა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო",- წერს ვახტანგ გომელაური.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics