2022-08-16 16:05:05, 1657 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - სისულელა რუსეთის გაუქმებისკენ სწრაფვა
რუსეთისა და მისი კულტურის გაუქმების მცდელობები ფუჭი და სასაცილოა. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, სისულეა ამ მიზნისკენ სწრაფვა.
"რუსეთისა და მისი კულტურის გაუქმების მცდელობები ფუჭი და სასაცილოა, ამ მიზნისკენ სწრაფვაც კი სისულელეა, ხოლო ისინი ვინც სხვანაირად ფიქრობენ, ისტორიიდან ვერაფერი უსწავლიათ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,