05:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 13:07:48, 1047 ნახვა

საზოგადოება
სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

სამგზავრო ვადიანი აბონემენტების საბანკო პლასტიკურ ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა. 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ორ ბანკთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი პირველი სექტემბრიდან მგზავრობის საფასურის გადახდის ახალ სისტემაში ჩაერთვებიან.

მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული.

„ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაისში გაკეთდებოდა, თუმცა, ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო და დღეის მდგომარეობით, ყველაფერი შეთანხმებულია, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“. პირველი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება და სამგზავრო ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათზე იქნება მიბმული. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, აირჩიოთ ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი და ინტეგრირება გაუკეთოთ საკუთარ საბანკო ბარათზე. იმ ადამიანებს  კი, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მათი მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა შეეძლებათ. თუ სხვა ბანკები სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ, მათ მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა ვიდეოჩართვისას ახალი სისტემის უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გადახდის ახალი სისტემა  ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, მის აღდგენას ამარტივებს.

„ახალ სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ ხარვეზი გაგვაჩნდა. ბარათი თუ დაიკარგებოდა და გადახდის ქვითარი არ ჰქონდათ მოქალაქეებს, იმ თანხას და ნაყიდ პერიოდს კარგავდნენ. ამ შემთხვევაში კი, დაკარგული ბარათის აღდგენა შესაძლებელია, როდესაც ბანკის პლასტიკურ ბარათზე გაქვს მიბმული“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics