09:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 17:49:36, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
კლიჩკო - ყველას ვთხოვ, ზამთრისთვის თბილი ტანსაცმელი, საბნები მოიმარაგონ

ყველას ვთხოვ, მოიმარაგონ თბილი სახლის ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს. - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოახლოებულ ზამთართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იყიდეს გენერატორები, საწვავი ამ გენერატორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ისინი გადაეცემა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს.

"ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე რეალობაში და გვიწევს სხვადასხვა სცენარის გამოთვლა. გაზი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაგვარწმუნეს, რომ გაზი იქნება მოსახლეობისთვის და არ გაძვირდება. ეს არის მოლოდინი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ტერორისტული აქტები, თავდასხმები ბენზინგასამართ სადგურებზე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ამ სცენარს. ჩვენ ვიყიდეთ გენერატორები, საწვავი ამ გენერატორებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ისინი გადაეცემა საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელსაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ სახლებში იყო სითბო, მაგრამ ყველას ვთხოვ, მოიმარაგონ თბილი სახლის ტანსაცმელი, თბილი საბნები, რადგან არ გამოვრიცხავთ, რომ სახლებში ტემპერატურა ნორმაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს. ნორმა არის 21 გრადუსი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 19 ან 18". - ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics