2022-08-15 17:18:27, 1747 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტენმა ხარკოვი დაბომბეს - დაიღუპა 6 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონის სალტივკას უბანი დაბომბეს; დაიოღუპა 6 ადამიანი, დაშავებულია - ხუთი. ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთს კი მკურნალობა ადგილზევე ჩაუტარდა.
როგორც ხარკოვის ოლქის უკრაინის ეროვნული პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი, სერხიი ბოლვინოვი, იტყობინება, დაბომბვა "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან განხორციელდა.
"წინასწარი მონაცემებით, დაბომბვა განხორციელდა "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის საცხოვრებელ ზონაში გამოყენება ტერორიზმია. სათამაშო მოედნების დაბომბვა - ტერორიზმია. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. რაშისტებს არასოდეს ვაპატიებთ ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ დაბომბვას."- წერს ბოლვინოვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,