05:32 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 13:23:18, 1139 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტი-147.7 ათასი რუსი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა.

საქსტატის ცნობით, რუსეთის ფედერაციიდან 147.7 ათასი ვიზიორი დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს

„2022 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია,რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 81.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.5 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2022 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics