06:54 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 11:22:01, 1190 ნახვა

ეკონომიკა
Global Finance- მა საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა მსოფლოს მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი საუკეთესო ციფრული შეთავაზების მიმწოდებელ ბანკად დაასახელა ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯილდოს მინიჭების ერთერთი მთავარი კრიტერიუმი ბანკის მიერ შეთავაზებული საუკეთესო სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო ციფრული პროდუქტები და სერვისები გახდა.  

საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების  მიერ. 

„მოხარული ვართ რომ Global Finance- მა მსოფლიო საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის ჩვენ მიგვიჩნია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ციფრული შეთავაზების, სადეპოზიტო, საბარათე და საინვესტიციო პროდუქტებისა და სერვისების  მიმწოდებლად. ეს ყველაფერი იმ მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც გვირჩევს ჩვენ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. ასევე,  ამ ყველაფერში დიდი წვლილია  თითოეული იმ თანამშრომლის, რომელიც უმენს მომხმარებლის ხმას, დაუღალავად ზრუნავს იმისთვის რომ მის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ინფორმაციისთვის, გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული  გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics