19:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 21:01:03, 1500 ნახვა

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება - ირაკლი ღარიბაშვილის „Facebook“ გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა

ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა "ფეისბუქზე" . - ამის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ განაცხადა.

მათივე თქმით, ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდმა გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა.

"ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდმა გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა. რეკლამების უმეტესობა ღარიბაშვილის სხვადასხვა ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რელიგიური დღესასწაულების მილოცვებზე და ქვეყნის შიგნით ვიზიტების ამსახველ ფოტოსურათებზეა განთავსებული.პრემიერის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხა 6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხის ოდენობას და სამჯერ მეტია მმართველი პარტიის რეკლამებში დახარჯულ თანხაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი "ფეისბუქზე" 2012 წელს არის შექმნილი და რამდენჯერმე აქვს შეცვლილი როგორც სახელი, ასევე დანიშნულება და რეკლამის სპონსორი უწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics