19:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 16:52:32, 1531 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ყველა პატიმარი, მათ შორის გოგაშვილი, საშხაპეში შესვლის უფლებით სარგებლობს

ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში. 

"ბატონი გოგაშვილი საუბრობდა იმის შესახებაც, რომ მისი შეხვედრა შედგა ოჯახის წევრებთან. რა თქმა უნდა, ამას დავადასტურებთ, რომ ნამდვილად შედგა ბატონი გოგაშვილის შეხვედრა ოჯახის წევრებთან მისივე თხოვნითა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფით საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, სხვათა შორის, ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც იყო ძალიან დადებითი და გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით...  

მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მე ვიცი ის, რომ ის თანამშრომლებთან, მათ შორის, ექიმებთანაც ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით, იმიტომ, რომ მისი ყოფაქცევა არის დადებითი და ერთგვარი წახალისების ღონისძების სახით იყო ეს შეხვედრა გამოყენებული.  

პენიტენციურ დაწესებულებაში აბსოლუტურად ყველა ქმედება ხორციელდება კანონის საფუძველზე და ვერცერთი უკანონო ქმედება იქ ვერ განხორციელდება. ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის, ბატონი გოგაშვილი და, ბუნებრივია, შესაძლოა, მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოსო გოგაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ტელეფონზე გომელაური ესაუბრა და ემუქრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics