19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 21:41:10, 1298 ნახვა

პოლიტიკა
მელია - უსამშობლო ივანიშვილი პუტინის რეჟიმს ერთგულებას უმტკიცებს

ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უსამშობლო ივანიშვილი პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას, ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუძლებელია.

"დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ - რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს...  
უსამშობლო, რუსი ოლიგარქი და მისი პარტია რუსული ოცნება, ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას:
ერთი მხრივ, საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ანუ ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში.
მეორე მხრივ, კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics