19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 21:21:29, 1224 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის გენშტაბი - 13 000-მდე ბელარუსი სამხედრო დათანხმდა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას

რუსეთი აგრძელებს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

მისივე თქმით, 13 000-მდე ბელარუსი სამხედრო დათანხმდა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას.

„რუსეთი აგრძელებს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის სპეცოპერაციების ძალების ამჟამინდელი და ყოფილი სამხედრო პერსონალის, ასევე, სპეცრაზმის 13 ათასამდე ადამიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics