06:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 14:29:31, 1041 ნახვა

საზოგადოება
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს.  

უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა. 

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. 

„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი ხორციელდება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ აღნიშნული სივრცე იყოს მოწესრიგებული და გამწვანებული. აქ, დაახლოებით, 1 100 ოჯახი ცხოვრობს და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავიანთი შვილები, შვილიშვილები რეკრეაციულ სივრცეში გაიყვანონ, დაასვენონ და გაერთონ. ძალიან კარგი პროექტია - ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები, ბავშვებისთვის კი ატრაქციონი. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გავაკეთებთ. გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყო სატუმბი სადგური, რათა წყალარინების ქსელი ყველანაირად მოწესრიგებული ყოფილიყო. პროექტი სრულდება, პარალელურად კი მიმდინარეობს დაქსელვა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ეს პრობლემაც მოეხსნებათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს საბავშვო ბაღის მშენებლობა და ყველა ის დაპირება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან გავეცით, ზედმიწევნით შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით უთმელიძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics