06:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 13:58:41, 948 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა შინდისში 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა- გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, მთავრობის წევრებთან, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.

შეგახსნებთ, რომ შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics