|
2022-08-10 19:01:15, 1105 ნახვა
პოლიტიკა
პოდოლიაკი - საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ ეს არ შეუძლიათ, საჯარო გამოსვლები უკრაინაზე შეამცირონ
საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ ეს არ შეუძლიათ, საჯარო გამოსვლები უკრაინაზე, შეამცირონ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, სასურველი იქნება რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ. "ყველამ იცის რაც უკრაინაში ხდება. მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები რომელიც უკრაინას ეხება - შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სასურველი იქნება რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ, და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულები" . - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)