11:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-10 12:55:07, 1197 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკის ადმინისტრაცია - ნიკოპოლის რაიონის დაბომბვა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან განხორციელდა

რუსი ოკუპანტების მიერ ნიკოპოლის რაიონის დაბომბვა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურიდან განხორციელდა.ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ტელეგრამის თავის არხზე დაწერა.

ერმაკმა აღნიშნა, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ  გაექცევა სასჯელს, რადგან „ცნობილია რუსების სახელები, რომლებიც ბრძანებებს იძლევიან და ასრულებენ“.

"ნიკოპოლის რეგიონში  80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიან ხალხთან. მშიშარა რუსებს სხვა არაფერი შეუძლიათ, ამიტომ ისინი თავს ესხმიან ქალაქებს და  იმალებიან ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურში", - თქვა მან.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა ნიკოპოლის რაიონი გრადის სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ორჯერ დაბომბეს . თავდაპირველად ცნობილი გახდა 11 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, მტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics