21:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-08 12:28:39, 763 ნახვა

პოლიტიკა
გახარია რუს ტურისტებზე - სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს

ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის. მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული,- ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვა და არ არა გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე ზრუნვა.

„საერთოდ ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის. მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული. ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული, გარდა უსაფრთხოების რისკებისა, ხვალ და ზეგ, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებსაც შეუქმნის. ეს იქნება სამუშაო ადგილების სიმცირე, ეს იქნება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში სხვადასხვა კონკურენციები. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და არ ზრუნავდეს გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებს. ჩვენ ვერავინ გვასწავლის სტუმრის მიღებას, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს“ - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics