23:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 15:27:38, 1092 ნახვა

პოლიტიკა
კოლასი - ჩვენი ერთადერთი პოლიტიკაა, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას

ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, შალვა პაპუაშვილთან და „ოცნების" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების დამოკიდებულება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულ იქნა ამ რეფორმების ჩატარების ვალდებულება. თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ამ რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმებზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და მე ვეთანხმები ამ ანალიზს",- განაცხადა კოლასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics