23:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-03 12:29:42, 874 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ოცნებიდან” წასულებზე - ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით პარტიას პრობლემა არ აქვს

მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ოცნებიდან" წასული დეპუტატების გუშინდელ განცხადებას სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ.

კალაძის თქმით, დეპუტატებისგან ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა  ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს მათ ეს ნაბიჯი.

„ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა იმოქმედეს, რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეტაპზე. შესაბამისად, გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ვინც იზიარებს ჩვენს პოლიტიკას, ვინც იზიარებს მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ პრობლემა არა აქვს.

გადაწყვეტილებას ამ დეპუტატებისგან მოჰყვა თავისი ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი; ამას მოჰყვა ასევე ახსნა-განმარტება, გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია ამ გადაწყვეტილებაში",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "სიმართლის სალაპარაკოდ" პარტია ასევე დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა. მათ შეუერთდნენ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და  "ქართულ ოცნებას" ახალციხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები.

ცოტახნის წინ კი მათ „ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.

გუშინ, 2 აგვისტოს დეპუტატებმა  საზოგადოებრივი მოძრაობა -„ხალხის ძალის" დაფუძნების შესახებ განცხადება გააკეთეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics