|
2022-08-02 15:00:16, 1785 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერი მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ანრი ფუტკარაძეს შეხვდა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, წარმატებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ანრი ფუტკარაძეს შეხვდა. გამარჯვება პირადად მიულოცა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა. ანრი ფუტკარაძემ, იტალიაში, ქალაქ რომში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით 17 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, 71 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში, აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ანრი ფუტკარაძე ასევე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპისა და მსოფლიო ვიცე ჩემპიონი, სამგზის საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია. ანრი ფუტკარაძეს წარმატება მიულოცეს ასევე მერის მოადგილეებმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)